"ბარსელონა" რაფინიას შემცვლელს იყიდის

  • 18-09-2015, 15:22
  • "ბარსელონა" რაფინიას შემცვლელს იყიდის

    "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რაფინია ალკანტარას შემცვლელის შეძენა გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას ესპანური Sport ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, კლუბმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რაფინია მძიმედ დაშავდა. სავარაუდოდ, ბრაზილიელი ნახევარმცველი კატალონიურ კლუბს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. რაფინიას, რამდენიმე დღეში, ფეხზე ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგაც მას გამოსაჯანმრთელებლად თვეები დაჭირდება.

    სამედიცინო შემოწმებამ, რომელიც რაფინიას ჩაუტარდა, ცხადყო, რომ ბრაზილიელს მარჯვენა მუხლის ჯვარედინა მყესები აქვს გაწყვეტილი. ექიმების პროგნოზის თანახმად, რაფინია, ყველაზე კარგ შემთხვევაში, თამაშს სეზონის ბოლოს შეძლებს.

    რაფინიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის "რომასთან" გასვლით შეხვედრაში მიიღო, რომელიც 1-1 დასრულდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge