აბიდალმა მწვრთნელობა გადაწყვიტა

აბიდალმა მწვრთნელობა გადაწყვიტა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ერიკ აბიდალი, მომავალში, მწვრთნელობას აპირებს. მან UEFA-ს სამწვრთნელო კურსების გავლა გადაწყვიტა.

"ეს კურსების საშუალებას მომცემს მეტი ცოდნა შევიძინო იმ სფეროში სამუშაოდ, რომელსაც კარგად ვიცნობ. ამ ეტაპზე, ჩემი მიზანი მთავარი მწვრთნელის ასისტენტობაა. თანაგუნდელებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ამ ეტაპზე, ჩემს თავს მთავარ მწვრთნელად ვერ ვხედავ. თავს უფრო კომფორტულად ასისტენტად ვიგრძნობ. ასე, ამ სამუშაოსთან ადაპტაციას გავივლი."

ერიკ აბიდალი "ბარსელონაში" 2007-2013 წლებში თამაშობდა. კატალონიურ გუნდთან ერთად მან 15 ტიტული მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.