"ვესთ ჰემმა" სონგის ტრანსფერი შეათანხმა

"ვესთ ჰემმა" სონგის ტრანსფერი შეათანხმა

"ვესთ ჰემის" აქციონერი დევიდ სალივანი აცხადებს, რომ კლუბმა "ბარსელონასთან" ნახევარმცველი ალექს სონგის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

"სონგის ტრანსფერზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ყველაფერი სამედიცინო შემოწმებაზეა დამოკიდებული. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ის "ვესთ ჰემში" გადმოვა.

ძალიან მოგვწონს ეს ფეხბურთელი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის სამედიცინო შემოწმებას კარგად გაივლის.

ახლა, მას სამედიცინო შემოწმების გავლა არ შეუძლია, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ეს ტექნიკური საკითხია. ის, 2 კვირის შემდეგ, მწყობრში იქნება", - აცხადებს სალივანი.

ამჟამად, სონგი ტრავმირებულია და "ვესთ ჰემში" სამედცინო შემოწმებას ვერ გაივლის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.