ინიესტა: "ჩვენ ყველაფერი ვცადეთ"

ინიესტა: "ჩვენ ყველაფერი ვცადეთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ "ბილბაოსთან" გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონა" "ბილბაოსთან" ორი მატჩის ჯამში 1:5 დამარცხდა.

"ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. სამწუხაროა, რომ ტიტული ვერ მოვიგეთ. კვირას ველოდებით, რადგან ამ დღეს ვიწყებთ ლა ლიგის ჩემპიონატს. შევეცდებით კარგი სეზონი ჩავატაროთ. დეკემბერში მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში, სადაც შანსი გვაქვს მოვიპოვოთ მეხუთე ტიტული.

პირველ ტაიმში ჩვენ ვითამაშეთ სწრაფი ფეხბურთი და შევქმენით რამდენიმე საგოლე მომენტი. ჩვენ გვჭირდებოდა კიდევ ერთი გოლი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პიკე მოედნიდან გააძევეს, ეს ამოცანა ძალიან გართულდა." – განაცხადა ინიესტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.