მასკერანო: "ტიტულის მოგება შეგვიძლია"

მასკერანო: "ტიტულის მოგება შეგვიძლია"

"ბარსელონას" არგენტინელი უნივერსალი ხავიერ მასკერანო დარწმუნებულია, რომ მის გუნდს, "ბილბაოსთან" 0:4 წაგების მიუხედავად, ესპანეთის სუპერ თასის მოგება შეუძლია.

"ჩვენი ჩამოწერა არ შეიძლება. ორმატჩიანი დაპირისპირების შემობრუნება და ტიტულის მოგება შეგვიძლია.

შემდეგ თამაშზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით ბევრჯერ მოგვიგია. მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, რთული იქნება, მაგრამ საკუთარ კედლებში შანსი გვაქვს.

მეტოქეს 3-4 მომენტი ჰქონდა და ბასკებმა 4 გოლი გაიტანეს. თავის გამოჩენის შანსი ჩვენც გვქონდა. გვჯერა, რომ ტიტულის მოგება შეგვიძლია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.