ოფიციალურად: ადამა ტრაორე "ასტონ ვილაში" გადავიდა

  • 14-08-2015, 13:29
  • ოფიციალურად: ადამა ტრაორე "ასტონ ვილაში" გადავიდა

    კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი ადამა ტრაორე კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

    "ასტონ ვილამ", რომლისთვისაც მიმდინარე ზაფხულში 19 წლის თავდამსხმელი მე-10 შენაძენია, ახალგაზრდა ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    ტრაორე, რომელიც ისეთ ფეხბურთელებთან ვარჯიშობდა, როგორებიც მესი, სუარესი, ნეიმარი, ჩავი და ინიესტა არიან, "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდს 2004 წელს 8 წლის ასაკში შეუერთდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV