ბართომეუ: "მესის კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს"

ბართომეუ: "მესის კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბის არგენტინელ ფორვარდს ლიონელ მესის, კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს.

"მესის კლუბი მხარს უჭერს. ლეო დაბრუნდა "ბარსელონაში" იმისთვის, რომ გააგრძელოს თამაში და აქ შექმნას ისტორია. ის საუკეთესო ფეხბურთელია "ბარსელონას" ისტორიაში, ისევე როგორც მსოფლიო ფეხბურთის." – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს ESPN.

გასულ სეზონში პრესა ხსირად საუბრობდა ლიონელ მესისა და კლუბის მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, თუმცა ეს პრობლემა კარგა ხანია ამოწურულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.