ნეიმარი და ალვესი "ბარსას" დღეს შეუერთდებიან

ნეიმარი და ალვესი "ბარსას" დღეს შეუერთდებიან

"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელები, თავდამსხმელი ნეიმარი და მარჯვენა მცველი დანი ალვესი, გუნდს დღეს, ხუთშაბათს, შეუერთდებიან. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ბრაზილიელები ბარსელონაში დღეს ჩაფრინდებიან, სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ივარჯიშებენ. მათთან ერთად სამედიცინო შემოწმებას გაივლის ტერ შტეგენიც, რომელიც ამერიკის ტურნეში მონაწილეობის მისაღებად დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა 

ამასთანავე, ცნობილი ისიცაა, რომ კოპა ამერიკის ფინალისტები, მესი, მასკერანო და ბრავო, ბარსელონაში ორშაბათს, 3 აგვისტოს დაბრუნდებიან. ლუის ენრიკეს განცხადებით, ისინი გამპერის თასზე, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასებზე ითამაშებენ.

"ბარსამ" სამხრეთ ამერიკელებს, კოპა ამერიკაზე მონაწილეობის გამო, დასვენების საშუალება მისცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.