რაკიტიჩი: "მესისთან, სუარესსა და ნეიმართან ერთად თამაში სულაც არ არის ადვილი"

  • 29-07-2015, 19:26
  • რაკიტიჩი: "მესისთან, სუარესსა და ნეიმართან ერთად თამაში  სულაც არ არის ადვილი"

    "ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა თავისი აზრი გამოთქვა გუნდის შეუდარებელ ტრიოზე (მესი, ნეიმარი და სუარესი), რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლება.

    "ბევრი ამბობს, რომ გუნდში მათთან ერთად თამაში ადვილია. მე ამას არ ვეთაანხმები. ეს ფეხბურთელები სრულიად განსხვავებულები არიან და თუ ჩვენ მათთვის ვთამაშობთ, ეს მათ დაიმსახურეს, მაგრამ ადვილი სულაც არ არის. თუ მე უნდა გავირბინო 5 კილომეტრი იმისთვის, რომ რომელიმე მათგანისთვის შევქმნა მომენტი, მე ამას ვაკეთებ. ყველა ჩვენგანი აკეთებს ამას.

    ყველას სურს, მესი მის გუნდში თამაშობდეს, მაგრამ, საბედნიეროდ ის თამაშობს ჩვენთან და მას ვეხმარებით ისე, როგორც შეგვიძლია. მესი ისეთ რაღაცას ქმნის, რაც სხვას არ შეუძლია. მასთან ერთად ცხოვრება უფრო ადვილია და თუ ჩვენ შევძლებთ, ის კიდევ უფრო გავამარტივოთ, ეს მშვენიერია." – განაცხადა რაკიტიჩმა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV