"სილქნეტი" პრიმერა დივიზიონის ჩვენებას იწყებს

"სილქნეტი" პრიმერა დივიზიონის ჩვენებას იწყებს

ქართული ტელეკომპანია "სილქნეტი", 2015/16 წლების სეზონიდან, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩვენებას იწყებს. ამ ინფორმაციას კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გთავაზობთ "სილქნეტის" განცხადებას:

"სასიამოვნო სიახლე სპორტის მოყვარულთათვის - 23 აგვისტოდან სილქნეტის სპორტული არხები Silk Sport HD ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ექსკლუზიურ ჩვენებას იწყებს. სილქნეტმა მოიპოვა შემდეგი სამი წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატის ყველა თამაშის ექსკლუზიური ტრანსლირების ლიცენზია.

Silk Sport HD-ის არხები 2013 წლიდან მაუწყებლობს Silk TV-ის და სხვა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით. ამ არხებზე საქართველოში ექსკლუზიურად გადაიცემა ისეთი სპორტული მოვლენები, როგორიცაა ინგლისის პრემიერ ლიგა, უიმბლდონი, NBA და ახლა უკვე ესპანეთის Primera Division.

"მოხარული ვართ, რომ ჩვენს აბონენტებს მომავალი სამი წლის განმავლობაში ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატს ექსკლუზიურად შევთავაზებთ. როგორც იცით, უეფას კოეფიციენტის მიხედვით პრიმერა დივიზიონი ბოლო ხუთი წელია ევროპის უძლიერეს ლიგად არის მიჩნეული. "ლა ლიგაში" მონაწილე კლუბებს 15-ჯერ აქვთ მოგებული უეფას ჩემპიონატები - რაც დღემდე რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება," აცხადებს კომპანია სილქნეტის კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე.

სილქნეტში განმარტავენ, რომ კომპანია ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესს და მზადყოფნას გამოთქვამს სხვა საკაბელო ოპერატორებთან თანამშრომლობისთვის, რათა ესპანეთის ჩემპიონატი სხვა ოპერატორების აბონენტებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.