პრიმერას პირველი 2 შეხვედრის დრო ცნობილია
- 24-07-2015, 00:27
-
DaviD_ViLLa_7
- 0
დღეს, ოფიციალურად დადასტურდა პრიმერა დივიზიონის ახალი, 2015/16 სეზონის პირველი 2 თამაშის თარიღი და დრო. როგორც იცით, "ბარსელონა" ლა ლიგის 2015-16 წლების გათამშებას "ბილბაოსთან", "სან მამესზე" გასვლით დაიწყებს. შეხვედრა გაიმართება 23 აგვისტოს, 20 საათსა და 30 წუთზე თბილისის დროით.
კატალონიური კლუბი ლა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში "მალაგას" სახლში უმასპინძლებს. თამაში გაიმართება 29 აგვისტოს, 22 საათსა და 30 წუთზე თბილისის დროით. "ბარსა", ამ შეხვედრებს შორის, 26 აგვისტოს, გამართავს პრიმერას მე-10 ტურის მატჩს "ხეტაფესთან", რადგან გუნდი დეკემბერში ფიფა-ს საკლუბო ჩემპიონატზე ითამშებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]