მესი, ნეიმარი და სუარესი ევროპის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ

მესი, ნეიმარი და სუარესი ევროპის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ

დღეს, UEFA-მ დააანონსა იმ 10 ფეხბურთელის სია, რომლებიც ევროპის 2014/15 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. მათ შორის "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი მოხვდა, კერძოდ, მესი, ნეიმარი და სუარესი.

10 ფეხბურთელი, მთელი ევროპის 54 ქვეყნის ჟურნალისტებმა შეარჩიეს. ჟიურის თითოეულმა წევრმა, თავისი აზრით, სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. პირველმა ადგილოსანმა მიიღო 5 ქულა, მეორემ - 4 და ასე შემდეგ. 10 საუკეთესო გაივლის ხმის მიცემის კიდევ ერთ რაუნდს, რომლის შედეგებითაც, 14 აგვისტოს, 3 ფინალისტის ვინაობა გამოვლინდება. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გამარჯვებულს, 28 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გადაეცემა.

2011 წელს, აღნიშნული ჯილდო "ბარსელონას" ვარსკლავმა, ლეო მესიმ, მოიგო, მომდევნო წელს კი - ანდრეს ინიესტამ. 2013 წელს, ეს ჯილდო რიბერის გადაეცა. 2014 წლის ევროპის საუკეთესო მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.

წარმოგიდგენთ 10 კანდიდატისგან შემდგარ სიას: ედენ აზარი (ბელგია, "ჩელსი"), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია, "იუვენტუსი"), არტურო ვიდალი (ჩილე, "იუვენტუსი"), ლიონელ მესი (არგენტინა, "ბარსელონა"), ნეიმარი (ბრაზილია, "ბარსელონა"), ლუის სუარესი (ურუგვაი, "ბარსელონა), ანდრეა პირლო (იტალია, "იუვენტუსი"/"ნიუ-იორკ სიტი"), პოლ პოგბა (საფრანგეთი, "იუვენტუსი"), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, "რეალი"), კარლოს ტევესი (არგენტინა, "იუვენტუსი"/"ბოკა ხუნიორსი").

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.