მინო: "გვარდიოლას პრობლემები საკუთარ თავთან აქვს"

მინო: "გვარდიოლას პრობლემები საკუთარ თავთან აქვს"

 როგორც ჩანს, მინო რაიოლა არ აპირებს გაჩერებას. როგორც ყოველთვის, მისი "მსხვერპლი" ამჯერადაც პეპ გვარდიოლა გამოდგა. ამჯერად, ჩვენი მინო შვედი ფორვარდის მინდორზე გაშვებას ითხოვს.

 მინომ განაცხადა, რომ გვარდიოლა არც ისეთი ბრწყინვალე ადამიანია, როგორც 'ბარსას" ფანებს ჰგონიათ. მისი თქმით, პეპს პრობლემები საკუთარ თავთან აქვს.

 შვედის წარმომადგენელმა მისი ასეთი კომენტარები ასე ახსნა: "მე ყოველთვის იმას ვიძახი, რასაც ვფიქრობ, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემს ფეხბურთელებს არასწორ გზაზე აყენებენ."

 "მილანთან" დაკავშირებით რაიოლამ ასეთი რამ განაცხადა: "ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ მიღწეულა. გალიანის ბარსელონაში ჩამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ზლატანი ხვალ "როსონერის" ფეხბურთელი გახდება, რადგან ასეთ საკითხებში ყოველთვის მოთმინებაა საჭირო."

 იბრაგიმოვიჩის აგენტმა კატალონიელთა მწვრთნელს უკვე ულტიმატუმიც წაუყენა: "დაუჯერებელია, რომ მას არ სჭირდება ზლატანისნაირი ფეხბურთელი. თუ გვარდიოლა თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, იბრა დატოვებს კლუბს სამუდამოდ."

 რაიოლამ კომენტარი გააკეთა ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებითაც და, რაღა თქმა უნდა, მის სიტყვებში ჩვეული ირონიაც იგრძნობოდა: "შესაძლოა შენ დიდი ხნით არ ყიდულობ "როლს როისის" მარკის მანქანას, მაგრამ ოდესმე მაინც მიხვდები, რომ ამის გაკეთება შეგიძლია... როდესაც მანქანას მიიღებ, მზად უნდა იყო ფულის გადასახდელადაც."

 პეპ გავრდიოლასადმი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, რაიოლა დარწმუნებულია იმაში, რომ ზლატანი კარგ კლუბში იმყოფება. თუმცა, მისი თქმით, თუ უკეთეს შემოთავაზებას მიიღებენ, უყოყმანოდ დატოვებენ კატალონიას. მიუხედავად ამისა, რაიოლას და იბრაგიმოვიჩს ჯერჯერობით ასეთი წინადადება არ მიუღიათ.

წყარო: www.sport.es 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.