გამპერის თასზე კლუბის მეტოქე - "რომა" იქნება

გამპერის თასზე კლუბის მეტოქე - "რომა" იქნება

კატალონიის "ბარსელონას" მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ყოფილი გუნდი "რომა", სადაც სპეციალისტი 2011/2012 წლებში მუშაობდა, მონაწილეობას გამპერის სახელობის თასზე მიიღებს. 

იტალიურ კლუბში "ბარსელონას" ორი ექს-ფეხბურთელიც გამოდის: სეიდუ კეტია, რომელიც კატალონიურ გრანდში 2008-2012 წლებში ასპარეზობდა და გვარდიოლას ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელიც გახლდათ, იაგო ფალკე - "ბარსელონას" აღზრდილია, მან კატალონიური კლუბი 2008 წელს დატოვა და "იუვენტუსს" მიაშურა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ "კამპ ნოუ" ლეგენდარულ კაპიტანს - ფრანჩესკო ტოტის თამაშს იხილავს. 

ამ ტურნირზე მონაწილეობას "რომა" პირველად მიიღებს, ჩატარების თარიღი 4 ან 5 აგვისტოა. 2 აგვისტოს "ბარსელონა" ფლორენციაში "ფიორენტინას" დაუპირისპირდება, ხოლო 11 აგვისტოს თბილისში ევროპის სუპერთასის შეხვედრას ჩაატარებს "სევილიას" წინააღმდეგ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.