გუარდიოლა ამბიციურია, როგორც ყოველთვის

გუარდიოლა ამბიციურია, როგორც ყოველთვის

პეპ გუარდიოლამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ისაუბრა უკვე მოპოვებულ ესპანეთის სუპერ თასზე და მომავალ შეხვედრაზე ''მილანის'' წინააღმდეგ. მან თქვა, რომ გუნდი ამბიციურია, როგორც არასდროს: ''''ბარსელონა'' იბრძოლებს ყველა შესაძლო ტიტულის მოსაპოვებლად, ჩვენ ამბიცია არ დაგვიკარგავს და ვეცდებით კიდევ ბევრჯერ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი''.

   შეხვედრა ''სევილიას'' წინააღმდეგ იყო მაგალითი, თუ რას ელის გუარდიოლა გუნდისგან: ''ჩვენ ვითამაშეთ მაღალი დონის ფეხბურთი, ისეთი, როგორიც ''ბარსას'' სჩვევია, იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ, თუმცა უფრო მეტი მონდომებაა საჭირო, ჩვენ ჩვენს ოპონენტებზე კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ. ახლა საჭიროა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და ტიტულების მოპოვებაზე ვიფიქროთ''.

  ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: როგორ შეიძლება გააუმჯობესო გუნდი, რომელმაც ყველაფრის მოგება მოახერხა? მაგრამ გუარდიოლა ამაზე პასუხობს: ''ყოველთვის არის რაღაც, რაც უნდა გააუმჯობესო, მაგალითად როგორ უნდა ითამაშონ ფეხბურთელებმა ერთად, ვარჯიშის ხარისხი, გუნდის მენტალური სიძლიერე. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველაფერს უკეთესად გავაკეთებთ''.

  ესპანეთის სუპერ–თასის მოგება გუარდიოლას ნამდვილად  არ გაჰკვირვებია, ის მადლობელია თავის ფეხბურთელების: ''ჩვენ გვქონდა ცუდი სიტუაცია, რადგან მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის გამართვა მოვასწარით ამ დროის განმავლობაში, მაგრამ ეს იყო შესანიშნავი თამაში და ფეხბურთელები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ''.

  საუბრის ბოლოს გუარდიოლა შეეხო მომავალ თამაშს ''მილანის'' წინააღმდეგ: ''ჩემი აზრით, ''მილანი'' საუკეთესო გუნდია, რომელსაც შეიძლება შეეცილო ხუან გამპერის თასის მოგებაში. ჩვენ მადლობლები ვართ, რადგან ისინი ჩამოვლენ აქ. ეს იქნება კარგი გამოცდა ჩვენთვის და შანსი მოვიპოვოთ კიდევ ერთი ტიტული''.

 

 

 

წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.