მონტოია: "ბარსელონას" დატოვება მიჭირს, მაგრამ მწვრთნელის გეგმებში არ შევდივარ"

მონტოია: "ბარსელონას" დატოვება მიჭირს, მაგრამ მწვრთნელის გეგმებში არ შევდივარ"

კატალონიის "ბარსელონას" 24 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, მარტინ მონტოიამ განაცხადა, რომ იძულებულია კლუბი დატოვოს, რადგან ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის. ფეხბურთელი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

"ძალიან მიჭირს "ბარსელონას" დატოვება, მაგრამ ლუის ენრიკემ მითხრა, რომ მის გეგმებში არ ვიმყოფები. კლუბის დატოვება იანვარში მსურდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მე ორწლიანი არენდით ვითამაშებ "ინტერში" იმ იმედით, რომ "ბარსელონაში" დავბრუნდები. მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც კლუბმა დანი ალვესს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ალეიშ ვიდალი შეიძინა." - განაცხადა, მონტოიამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.