ბართომეუ: "თუ მესისთან საუბარი მინდა, უბრალოდ, ვურეკავ"

ბართომეუ: "თუ მესისთან საუბარი მინდა, უბრალოდ, ვურეკავ"

ხოსეპ მარია ბართომეუმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ, არჩევნების გამო, "ბარსელონას" საპრეზიდენტო პოსტი დატოვა, ხუან ლაპორტას განცხადებს ირონიულად ეხმაურება.

ლაპორტამ, ახლახანს, განაცხადა, მასსა და მესის შორის ტელეპატური კავშირია. მისი თქმით, ლეომ ადრეც იცოდა, რომ ის კატალონიური კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა.

"მესი "ბარსელონას" ერთ-ერთი ღირებულებაა. ლეოსთან ტელეპატური კავშირი არ მაქვს. თუ მასთან საუბარი მინდა, უბრალოდ, ვურეკავ", - აცხადებს ბართომეუ.

"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივლისს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.