იამაიკელი ფეხბურთელი: "მესის წინააღმდეგ თამაში ჩვენი ოცნებაა"

იამაიკელი ფეხბურთელი: "მესის წინააღმდეგ თამაში ჩვენი ოცნებაა"

იამაიკის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი როდოლფ ოსტინი არგენტინასთან ამაღამ გასამართ მატჩზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლეო მესის წინააღმდეგ თამაში იამაიკელთა ოცნებაა.

"პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ის ფაქტი, რომ მესის წინააღმდეგ ვითამაშებთ, ახდენილი ოცნებაა.

ჩვენთვის, ეს დიდი სიხარულია. ახლა, ისღა დაგვრჩენია, მოედანზე გავიდეთ და ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლია. ის ბრწყინვალე მოთამაშე და სავარაუდოდ სასიამოვნო ადამიანია. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მოედანზე ის ძალიან მოკრძალებულია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.