მესი: "კოპა ამერიკის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ"

  • 20-06-2015, 14:47
  • მესი: "კოპა ამერიკის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ"

    "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლეო მესი კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ამ ტურნირის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

    "კოპა ამერიკის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ. გუნდი, თავისი თამაშით, ამას იმსახურებს.

    ამ ტურნირის მოგება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ სტიმულს მოგვცემს. ეს არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ მწვრთნელებსა და მთელ არგენტინას გაახარებს. გულშემატკივრებს მოგება უნდათ.

    ტურნირი ჩვენთვის რთულად დაიწყო: შეცდომა პარაგვაისთან, რაც ქულების დაკარგვად დაგვიჯდა და შემდეგ ურუგვაისთან გაჭირვებით მოგებული თამაში. თუმცა, მომწონს, რომ არგენტინა ყოველთვის ფეხბურთის თამაშს ცდილობს.

    პარაგვაისთან თამაშის შემდეგ შევთანხმდით, რომ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge