ვიდალი და პიკე ნაკრებში რჩებიან

ალეიშ ვიდალის ტრავმა, რომელიც მან ესპანეთის ნაკრებში თამაშის დროს მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა და ის "ფურია როხას" შემადგენლობაში რჩება.
ვიდალმა კოჭი კოსტა რიკასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში დაიზიანა, რის გამოც ის შეცვალეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს ბელარუსთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარებოდა, მაგრამ დღეს დილით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ვიდალის ნაკრებში დარჩენა გადაწყდა.
ვიდალის მსგავსად, მცირე ტრავმა აწუხებდა ხერარდ პიკესაც. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ნაკრებს არც ის დატოვებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]