ალვესი კოპა ამერიკაზე ითამაშებს

"ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და ის მონაწილეობას კოპა ამერიკაზე მიიღებს.
ალვესი ბრაზილიის ნაკრების თავდაპირველ განაცხადში ვერ მოხვდა. თუმცა, გუშინ, მექსიკასთან გამართულ მატჩში, ტრავმა მიიღო დანილომ, რომელიც გუნდს კოპა ამერიკაზე ვეღარ დაეხმარება. ალვესი სწორედ მის შემცვლელად გამოიძახეს.
ეს ნიშნავს, რომ კოპა ამერიკაზე "ბარსელონას" 5 ფეხბურთელი ითამაშებს - ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარი და ალვესი, არგენტინაში მესი და მასკერანო, ხოლო ჩილეში ბრავო.
ტურნირი სტარტს ამაღამ, თბილისის დროით 03 საათსა და 30 წუთზე, ჩილე-ეკვადორის მატჩით აიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]