"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 სეზონში - 36,4 მილიონი ევრო გამოიმუშავა

  • 8-06-2015, 02:41
  • "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 სეზონში - 36,4 მილიონი ევრო გამოიმუშავა

    უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 სეზონის ტრიუმფატორმა, კატალონიის "ბარსელონამ" საპრიზო ფონდში 36,4 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

    8,6 მილიონი ევრო კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის მიიღო, 5 მილიონი 5 გამარჯვებისთვის, ჯგუფურ ეტაპზე, 3,5 მილიონი 1/8 ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, 3,9 მილიონი 1/4 ფინალურ სტადიაზე გასვლისთვის, 4,9 მილიონი ნახევარფინალში გასვლისთვის, 10,5 მილიონი კი - ფინალში გამარჯვებისთვის.

    მეორე ფინალისტმა "იუვენტუსმა" 30,9 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

    * აქვე შეგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნული მხოლოდ საპრიზო ფონდია, შემოსავლის სხვა ნაწილს მარკეტინგი ითვალისწინებს, რომელსაც უეფა მოგვიანებით გამოაქვეყნებს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV