კრუიფი: "ბარსელონას" საქციელი აბსურდულია"

კრუიფი: "ბარსელონას" საქციელი აბსურდულია"

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას ლუიშ ფიგუსთან დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლუიშ ფიგუ, დღეს გასამართ ამხანაგურ მატჩში, "ბარსელონას" ლეგენდის სტატუსით ითამაშებდა. კატალონიელებმა UEFA-ს მოსთხოვეს პორტუგალიელი "ბარსას" ლეგენდებიდან ამოეღო და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

"ფიგუს საქმეს კარგად ვიცნობ. მას ამაში ბრალი არ მიუძღოდა. დამნაშავე უფრო მეტად კლუბი იყო. რაც მოხდა, ფიგუს იმაზე ადექვატური რეაქცია ჰქონდა. "ბარსელონას" საქციელი კი აბსურდულია."

ლუიშ ფიგუ "ბარსელონაში" 1995-2000 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ის "რეალში" გადავიდა. მას შემდეგ, კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს პორტუგალიელი მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.