"ბარსა ბ" მე-2 დივიზიონიდან გავარდა

"ბარსა ბ" მე-2 დივიზიონიდან გავარდა

"ბარსელონას" მეორე გუნდმა, "ბარსელონა ბ"-მ, დღეს, "ლეგანესთან" წააგო და ახალგაზრდა კატალონიელები  ესპანეთის მე-2 დივიზიონიდან გავარდნენ.

ლიგა ადელანტეს ბოლოსწინა ტურში, "ბარსა ბ" "ლეგანესს" მასპინძლობდა. მე-13 წუთზე, მუნირ ელ ჰადადის გოლით, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ სტუმრებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. მე-2 ნახევრის დაწყებიდან მალევე წინ "ლეგანესი" გავიდა. მე-60 წუთზე, პალენსიამ გაათანაბრა, მაგრამ დარჩენილ დროში კატალონიელებმა კიდევ 3 ბურთი გაუშვეს და 2:5 წააგეს.

ხორდი ვინიალსის გუნდს, 41 ტურის შემდეგ, 36 ქულა აქვს და ის ბოლო ადგილზეა.

"ბარსელონა ბ" ესპანეთის მე-2 დივიზიონში 2010 წელს გადავიდა, როდესაც გუნდს ლუის ენრიკე წვრთნიდა. მას შემდეგ, ახალგაზრდა კატალონიელებმა ლიგა ადელანტეში 5 სეზონი გაატარეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.