ლუის ენრიკე: "ჩავი რომ 25 წლის იყოს, მასთან 25-წლიან კონტრაქტს გავაფორმებდი"

ლუის ენრიკე: "ჩავი რომ 25 წლის იყოს, მასთან 25-წლიან კონტრაქტს გავაფორმებდი"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მისი გუნდის კაპიტანზე, ჩავი ერნანდესზე საუბრობს. ასტურიელი სპეციალისტის თქმით, ჩავის, რომელიც გუნდს სეზონის ბოლოს ტოვებს, კატალონიაში კიდევ ერთი სეზონით დარჩენა შეეძლო.

"ჩავიმ გადაწყვეტილება მიიღო. სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყველა ფეხბურთელს უწევს, რომელიც გარკვეულ ასაკს მიაღწევს. თუმცა, მას "ბარსელონაში" კიდევ ერთი სეზონის გატარება შეეძლო.

ჩავი რომ ახლა 25 წლის იყოს, მე მას კონტრაქტს კიდევ 25 წლით გავუხანგრძლივებდი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.