მესი-სუარესი-ნეიმარის შედეგიანობა ევროპის 145 გუნდის შედეგს აღემატება

მესი-სუარესი-ნეიმარის შედეგიანობა ევროპის 145 გუნდის შედეგს აღემატება

"ბარსელონას" შემტევმა სუპერტრიომ, ლეო მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის შემადგენლობით, ქვეყნის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 79 გოლი გაიტანა, რაც ევროპაში მოთამაშე მხოლოდ 4 კლუბის შედეგს ჩამორჩება.

"ბარსამ", ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 108 გოლი გაიტანა, რომელთაგან 79 სამხრეთ ამერიკულ შემტევ ტრიოზე მოდის. ამ სამეულზე მეტი გოლი, ევროპის მასშტაბით, მხოლოდ "რეალს" (111), პსვ-ს (92), "ბენფიკასა" (92) და პსჟ-ს (80) აქვთ გატანილი. მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა იმაზე მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე ევროპის ჩემპიონატების უმაღლეს დივიზიონებში მოთამაშე 145-მა გუნდმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.