ბრავომ ვალდესის რეკორდი გააუმჯობესა

ბრავომ ვალდესის რეკორდი გააუმჯობესა

"ბარსელონას" ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ, კატალონიური კლუბის ერთი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც, აქამდე, ვიქტორ ვალდესს ეკუთვნოდა.

ლა ლიგის 35-ე ტურში, "ბარსელონამ" "კორდობა" 8:0 გაანადგურა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრავომ კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა. სამხრეთ ამერიკელ მეკარეს, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 21 მშრალი თამაში დაუგროვდა, რაც კლუბის რეკორდია.

აქამდე, რეკორდი ვიქტორ ვალდესს ეკუთვნოდა. 2004/05 და 2009/10 წლების სეზონებში, კატალონიელმა მეკარემ კარის მშრალად შენახვა ოც-ოცჯერ მოახერხა. ბრავოს ამ რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესება შეუძლია - მას კიდევ 3 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის სტარტზე, ბრავომ ვალდესის სხვა მიღწევაც გააუმჯობესა. ჩილელმა გოლი ზედიზედ 776 წუთის განმავლობაში არ გაუშვა. ესპანელის შედეგი 686 წუთი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 47 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.