მასკერანო: "ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ ნახევარფინალში ნებსიმიერ გუნდთან ვიბრძოლოთ"

  • 22-04-2015, 13:44
  • მასკერანო: "ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ ნახევარფინალში ნებსიმიერ გუნდთან ვიბრძოლოთ"

    "ბარსელონას" ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "პარი სენ ჟერმენთან" გამართულ მატჩს აფასებს და აცხადებს, რომ მის გუნდს, 1/2-ფინალში, ნებისმიერ მეტოქესთან ტოლსწორად თამაში შეუძლია.

    "ამ თამაშს ისე მივუდექით, როგორც საჭირო იყო. როდესაც გუნდი ჩვენთან დაცვით თამაშს მიმართავს, ის რთულ სიტუაციაში ვარდება. ამ შეხვედრის მოგება პირველივე წუთიდან გვინდოდა. ვიცოდით, რომ პირველი მატჩის ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ იყო, მაგრამ ამ თამაშში მოგებაც გვსურდა.

    ჩვენი გუნდისთვის, 1/2-ფინალში გასვლა მნიშვნელოვანია. სეზონის დაწყების წინ მიზანი დავისახეთ, მაგრამ ეს სათქმელად ადვილია, შესასრულებლად კი - რთული. ფინალამდე 2 თამაში გვაშორებს. იმედი მაქვს, ამ ეტაპამდე მივაღწევთ.

    ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ ნახევარფინალში ნებსიმიერ გუნდთან ვიბრძოლოთ."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV