ალვესი "ბარსელონას" ზაფხულში დატოვებს

ალვესი "ბარსელონას" ზაფხულში დატოვებს

"ბარსელონას" მარჯვენა მცველის, დანი ალვესის აგენტი დინორა სანტანა აცხადებს, რომ მისმა კლიენტმა საბოლოოდ თქვა უარი კატალონიური კლუბის შეთავაზებაზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" ალვესს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა იმ პირობით, რომ ის მატჩების მინიმუმ 60%-ში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ფეხბურთელმა თავისი კლუბის შეთავაზება არ მიიღო.

"მოლაპარაკებები დასრულდა. დანი "ბარსელონასთან" თავის კონტრაქტს შეძლებისდაგვარად საუკეთესო შედეგებით დაასრულებს", - აცხადებს ალვესის აგენტი.

მანამდე ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" შეთავაზება ყველაზე ნაკლებად მიმზიდველია იმ წინადადებებს შორის, რომლების ალვესს აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.