პიანიჩი: "ბარსელონას" ჩემი შეძენა უნდოდა"

  • 4-04-2015, 13:16
  • პიანიჩი: "ბარსელონას" ჩემი შეძენა უნდოდა"

    "რომას" ბოსნიელმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა დაადასტურა, რომ "ბარსელონა", ისიევე როგორც პსჟ და "ბაიერნი", მისი შეძენით იყო დაინტერესებული, თუმცა მან იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა.

    "ვიცი, რომ "ბარსელონას" ჩემი შეძენა სურდა იმ დროს, როდესაც "რომასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. ჩემით დაინტერესებული პსჟ და "ბაიერნიც" იყვნენ. თუმცა, "რომაში" თავს კომფორტულად ვგრძნობ. კლუბსა და გულშემატკივრებს ჩემი დარჩენა სურდათ და ყველაზე მთავარი ესაა. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ." - განაცხადა პიანიჩმა.

    ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" პიანიჩის მიმართ ინტერესი განაახლა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge