მატიე: "პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

მატიე: "პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

"ბარსელონას" ფრანგი მცველი ჟერემი მატიე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "პარი სენ ჟერმენთან" გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს.

"წინ რთული მატჩები გველის. ჯგუფურ ეტაპზე პარიზში გამართული დაპირისპირება ძალიან რთული გამოდგა. ვფიქრობ, იოლი თამაშები არც ახლა იქნება.

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ამ გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ 100%-ით უნდა მოემზადო.

იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაცია? ეს დიდი უპირატესობაა, მაგრამ ფეხბურთი მაინც არაპროგნოზირებადია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.