მესი ტრავმას გადაურჩა

მესი ტრავმას გადაურჩა

"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი "ელ კლასიკოში" ტრავმის მიღებას გადაურჩა. ამ ინფორმაციას არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია ავრცელებს.

"რეალთან" გამართულ შეხვედრაში, ერთ-ერთი შეჯახების დროს, ლეომ დაზიანება მიიღო. არგენტინელმა მატჩი ჩაამთავრა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში გამგზავრების შემდეგ, სამედიცინო შემოწმების ჩატარება გადაწყვიტა. ვაშინგტონში ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ლეოს ტრავმა არ აქვს და მისი ტკივილების მიზეზი მცირე დაზიანებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 44 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.