მესი, გოლს+პასი სისტემით, ევროპაში საუკეთესოა

მესი, გოლს+პასი სისტემით, ევროპაში საუკეთესოა

"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი, გოლს+პასი სისტემით, არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელს ევროპაში საუკეთესოა.

მესიმ, მიმდინარე სეზონში, უკვე 43 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა. არგენტინელი, 69 ქულით, პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ რონალდუს 10 ქულით უსწრებს. მე-3 ადგილზე "ვოლფსბურგის" ფეხბურთელი კევინ დე ბრუინეა, რომელსაც 40 ქულა აქვს. შემდეგ მოდიან ნეიმარი ("ბარსელონა"), ალექსანდრ ლაკაზეტი ("ლიონი"), ქარიმ ბენზემა ("რეალი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), ალექსის სანჩესი ("არსენალი"), სერხიო აგუერო ("სიტი"), ტომას მიულერი ("ბაიერნი"), არიენ რობენი ("ბაიერნი") და გონსალო იგუაინი ("ნაპოლი").

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 43 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.