"ბარსელონა" ბართომეუს იცავს

"ბარსელონა" ბართომეუს იცავს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ, ნეიმარის ტრანსფერზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, გუშინ, ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც ხოსეპ მარია ბართომეუს ბრალეულობა გამორიცხა.

როგორც იცით, პროკურატურა ნეიმარის ტრანსფერს დიდი ხანია იძიებს. ბოლო ინფორმაციით, სამართალდამცავები სანდრო როსელისა და ხოსეპ მარია ბართომეუს დაპატიმრებას ითხოვენ.

"როგორც კლუბი, ასევე პრეზიდენტი ჩვენს უდანაშაულობას კვლავ ვამტკიცებთ. ეს საგადასახადო საქმეა და არა სისხლისსამართლებრივი. გამოძიებასთან შემხებლობაში მყოფი ყველა მხარის ადვოკატები შესაბამის აპელაციას დაუყოვნებლივ შეიტანს და ისინი დაამტკიცებენ, რომ დანაშაული არ არსებობს." - ვკითხულობთ "ბარსელონას" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.