"ბარსელონა"-"სიტი": ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

"ბარსელონა"-"სიტი": ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"თამაშის ბედის გადაწყვეტა დიდიხნით ადრე შეგვეძლო იქამდე, სანამ ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინშინებოდა. მეორე ტაიმში გატანის ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ჰარტი დიდებულად თამაშობდა.

ბევრი მომენტი გვქონდა, რაც არაა ნორმალური მსგავს თამაშში.

განსაკუთრებული საღამო იყო, ძალიან პოზიტიური გუნდისა და გულშემატკივრებისათვის.

მიზანს მივაღწიეთ - დავამარცხეთ "სიტი" და გავედით მომდევნო ეტაპზე.

ფეხბურთელებს სიმშივიდის შენარჩუნება ვთხოვეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც ხედავენ, რომ არის გატანის შანსი, მიდიან შეტევაში ბევრი ფიქრის გარეშე. ბურთის დიდხანს ფლობა გვსურდა, მაგრამ, თუ მეტოქე ამის საშუალებას არ გაძლევს, უნდა გარისკო და შეუტიო.

ყველაფერი შეიძლებოდა გართულებულიყო, ტერ შტეგენს რომ თერთმეტმეტრიანი არ მოეგერიებინა.

ვულოცავ მთელს გუნდს. ეს დღე "ბარსას" ფანებმა უნდა იზეიმონ.

ვგრძნობ, რომ "ელ კლასიკოს" კარგ ფორმაში ვხვდებით, ჩემპიონატში ვლიდერობთ და გვინდა მოგება ფანებისათვის."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.