მესი ლონდონის კაზინოში დააფიქსირეს

მესი ლონდონის კაზინოში დააფიქსირეს

"ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი, "ჩელსის" ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასთან ერთად, ლონდონის ერთ-ერთ კაზინოში დააფიქსირეს. ამ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მესი და ფაბრეგასი, ესპანელი ფეხბურთელის ინგლისურ კლუბში გადასვლის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობას. მეტიც, წლის დასაწყისში პრესაში აქტიურად განიხილავდნენ არგენტინელი თავდამსხმელის "ჩელსიში" გადასვლის ვარიანტს.

შეგახსენებთ, რომ მესი აქამდეც დააფიქსირეს ინგლისის ერთ-ერთ კაზინოში ფაბრეგასსა და პიკესთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე. მაშინ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ აღნიშნულ ეპიზოდზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 55 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.