Marca: „ბარსასა“ და „ბილბაოს“ თასის ფინალის გამართვა „ბერნაბეუზე“ სურთ

Marca: „ბარსასა“ და „ბილბაოს“ თასის ფინალის გამართვა „ბერნაბეუზე“ სურთ

"ბარსელონასა" და "ბილბაოს" წარმომადგენლები თვლიან, რომ ესპანეთის თასის ფინალური შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" უნდა გაიმართოს, რომელიც მადრიდის "რეალის" სტადიონია.

როგორც Marca იტყობინება, "ბარსელონასა" და "ბილბაოს" პრეზიდენტებს - ხოსეპ მარია ბართომეუსა და ხოსე ურუტიას შორის გუშინ შედგა გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუ", რომელსაც შეუძლია, ორივე გუნდის 40000 გულშემატკივარს უმასპინძლოს, საუკეთესო ვარიანტია ფინალური მატჩის ჩასატარებლად, რომელიც 30 მაისსა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს "რეალმა" უარი განაცხადა თავის სტადიონზე ესპანეთის თასის ფინალის ჩატარებაზე, რომელშიც ერთმანეთს ასევე "ბარსელონა" და "ბილბაო" შეხვდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.