"ბარსელონა" ბოლო შვიდ სეზონში მეხუთედაა ფინალში

"ბარსელონა" ბოლო შვიდ სეზონში მეხუთედაა ფინალში

"ელ მადრიგალზე" "ვილიარეალის" დამარცხების შემდეგ "ბარსელონა" ესპანეთის სამეფო თასის ფინალისტია. უკანასკნელი შვიდი სეზონის განმავლობაში კი ეს მეხუთე შემთხვევაა. კატალონიელები "ესპანიოლის"/"ატლეტიკის" წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში 27–ე თასის მოპოვებას შეეცდებიან. 

2008/09 წლების სეზონზე "ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკს" "მესტალიაზე" ანგარიშით 1–4 სძლია. ორი წლის შემდეგ, გუნდი ფინალში "რეალ მადრიდთან" დამარცხდა.

მომდევნო სეზონზე პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა კვლავ "ატლეტიკის" დამარცხების შემდეგ შეძლო თასის მოპოვება (3–0). უკანასკნელად "ბარსელონა" ფინალში გასულ სეზონზე მოხვდა, სადაც ისინი "რეალ მადრიდმა" ანგარიშთ 2–1 დაამარცხა.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 35 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.