"ვილიარეალი" – "ბარსელონა": იცით თუ არა რომ...

"ვილიარეალი" – "ბარსელონა": იცით თუ არა რომ...

ოთხშაბათს "ვილიარეალი" "ელ მადრიგალზე" კატალონიელებს უმასპინძლებს. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ გუნდების დაპირისპირებიდან:

  • "ბარსელონასა" და "ვილიარეალს" შორის მიმდინარე სეზონზე გამართული ყველა შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა (0–1, 3–2, 3–1).
  • "ბარსელონას" წინააღმდეგ "ვილიარეალს" 11 შეხვედრაში აქვს გამარჯვება მოპოვებული, აქედან 10 შეხვედრა ლა ლიგის გახლდათ, ხოლო ერთი სამეფო თასის.
  • ამ დროისთვის კატალონიელებმა რვა შეხვედრაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
  • უკანასკნელად "ვილიარეალის" მოთამაშეებმა "ბარსელონას" ფეხბურთელები 2007/08 წლების სეზონზე, "კამპ ნოუზე" ანგარიშით 2–1 დაამრცხეს (ლა ლიგა).
  • ესპანეთის სამეფო თასზე "ბარსელონა" და "ვილიარეალი" ერთმანეთს მესამედ ხვდებიან. პირველი მატჩი 1970/71 წლების სეზონზე ჩატარდა, მეორე კი 2007/08 წლების სეზონზე გაიმართა. ორივე შეხვედრაში შემდეგ ეტაპზე კატალონიელები გავიდნენ.
  • 2007/08 წლების სეზონზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ტიერი ანრი გახლდათ.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 71 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.