მესიმ რონალდუს რეკორდი გაიმეორა

მესიმ რონალდუს რეკორდი გაიმეორა

"ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში, "ლევანტესთან" მატჩში, 3 გოლი გაიტანა. ამდენად, არგენტინელმა თავდამსხმელმა 34-ე ჰეთ თრიქი შეასრულა თავის კარიერაში, მათგან 23 - ლა ლიგაში.

აღსანიშნავია, რომ მესიმ, ესპანეთის ჩემპიონატში შესრულებული ჰეთ თრიქის რაოდენობით, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორე. გარდა ამისა, ლეომ, ამ მაჩვენებლით, გადაასწრო ტელმო სარასა და ალფრედო დი სტეფანოს.

ამასთანავე, მესიმ, ესპანური კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გატანილი ჰეთ თრიქის რაოდენობით, გაიმეორა სარას რეკორდიც. არგენტინელის ანგარიშზე კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 31 ჰეთ თრიქია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.