ოსპინა "ბარსელონაში" ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გადმოვიდა

  • 30-01-2015, 23:55
  • ოსპინა "ბარსელონაში" ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გადმოვიდა

    26 წლის კოლუმბიელი მეკარე დავიდ ოსპინა, გასულ ზაფხულში, "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ის კატალონიური კლუბის სამედიცინო შტაბმა დაიწუნა. ამ ინფორმაციას Webola ავრცელებს.

    გასულ ზაფხულში, როდესაც "ბარსელონა" მეკარეს ეძებდა, ოსპინა ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა. მაშინ ჯერ კიდევ "ნიცაში" მოთამაშე კიპერი კატალონიელთა ექიმმა, რიკარდ პრუნამ დაიწუნა და "ბარსამ" კლაუდიო ბრავო შეიძინა. მოგვიანებით, ოსპინა "არსენალში" გადავიდა. ლონდონელთა ექიმებმა მას ჯანმრთელობის პრობლემა ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ მიმდინარე სეზონში, მეკარემ ბარძაყის კუნთის ტრავმა უკვე 2-ჯერ მიიღო და მას ამის გამო დაახლოებით თვენახევარი გაუცდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV