ნეიმარი: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაში ადვილია"

  • 25-01-2015, 14:13
  • ნეიმარი: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაში ადვილია"

    "ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი "ელჩეს" განადგურების შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ლიონელ მესისთან ერთად თამაში ადვილია.

    "ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რაც მოედანზე გავაკეთე. ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თამაშით მიმდინარე სეზონში. ყოველთვის გაუმჯობესებას ვცდილობ.

    მოედანზე ურთიერთგაგებითა და სათამაშო დონით ჩვენი დამარცხება რთულია. "ელჩემ" მატჩი კარგად დაიწყო, რადგან ისინი სახლში თამაშობდნენ. თუმცა, კარგი ფეხბურთის ჩვენება შევძელით და გავიმარჯვეთ. ასე უნდა განვაგრძოთ გზა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

    მესის საგოლე გადაცემები? მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა. ის ჩემი კუმირია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაში ადვილია." - აცხადებს ნეიმარი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV