ბუსკეტსი: "პენალტი იყო"
"ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს იმ ეპიზოდზე, როდესაც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
"ეს პენალტი იყო. ხუანფრანს ბურთზე თამაში უნდოდა, მაგრამ მან ფეხი მე ჩამარტყა." - აცხადებს ბუსკეტსი.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი "ატლეტიკოს" მეკარემ იან ობლაკმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე არგენტინელმა ვარსკვლავმა გოლკიპერს შანსი არ დაუტოვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]