დუგლასს 3-4 კვირა გაუცდება

დუგლასს 3-4 კვირა გაუცდება

"ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დუგლას პერეირა ტრავმირებულია და ის გუნდს უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი გუშინდელ ვარჯიშზე დაიჭიმა და ამ დაზიანების გამო მას ერთ თვემდე უქმობა მოუწევს.

დუგლასი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში გადავიდა. "სან პაულუს" ყოფილმა ფეხბურთელმა კატალონიელთა მაისურით 4 თამაში ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.