ანჩელოტი: "მესისთვის ადგილი მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში მოიძებნება"

  • 9-01-2015, 23:52
  • ანჩელოტი: "მესისთვის ადგილი მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში მოიძებნება"

    მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იკერ კასილიასის სიტყვებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მესისთვის ადგილი მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში მოიძებნება.

    როგორც მოგეხსენებათ, კასილიასმა თქვა, რომ "რეალს" მესი არ სჭირდება.

    "ყველას აქვს საკუთარი აზრი. იკერის სიტყვებს მივესალმები, მაგრამ მესიზე საუბარი რთულია. ვფიქრობ, მისთვის ადგილი მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში მოიძებნება.

    არ ვთვლი, რომ "ბარსელონას" სატრანსფერო ბანი უპირატესობას გვაძლევს. ეს კატალონიელების პრობლემაა. ჩვენ უკვე შევკარით შესანიშნავი გუნდი." - აცხადებს ანჩელოტი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV