ფაბრეგასი: "ვისურვებდი, რომ მესი "ჩელსიში" გადმოვიდეს, მაგრამ ჩემზე დამოკიდებული არაფერია"

ფაბრეგასი: "ვისურვებდი, რომ მესი "ჩელსიში" გადმოვიდეს, მაგრამ ჩემზე დამოკიდებული არაფერია"

"ჩელსის" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ არასოდეს უცდია "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის ინგლისურ კლუბში გადასვლაში დარწმუნება.

"ვფიქრობ, მესი "ბარსაში" ყველაფრით კმაყოფილია, კლუბი კი მოხარულია იმით, რომ მის შემადგენლობაში ასეთი ფეხბურთელია.

როგორც მეგობარი და ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ვისურვებდი კვლავ მასთან ერთად ერთ გუნდში თამაშს. თუმცა, უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს, როდესაც ხალხი თვლის, რომ მესის "ჩელსიში" გადმოსვლაში დარწმუნებას ვცდილობ. მე არაფერს ვწყვეტ და მხოლოდ ფეხბურთელი ვარ. ჩემზე დამოკიდებული არაფერია.

ეჭვი მეპარება, რომ ჭორები მესისა და ლუის ენრიკეს შორის კონფილქტზე სიმართლეა. ლეო მშვიდი ადამიანია. თანაგუნდელობის 3 წლის განმავლობაში მის მიმართ მსგავსი არაფერი მინახავს." - აცხადებს ფაბრეგასი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.