ოფიციალურად: ბართომეუმ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

ოფიციალურად: ბართომეუმ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ, რამდენიმე წუთის წინ, დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება.

ბოლო დროს, კლუბში სიტუაცია არეულია. თანამდებობები დატოვეს სპორტულმა დირექტორმა და მისმა თანაშემწეებმა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტია გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ლიონელ მესის შორის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესის კარგი ურთიერთობა არც ბართომეუსთან აქვს.

მოქმედი პრეზიდენტის თქმით, კლუბის ხელმძღვანელებმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა ამჟამინდელი ზეწოლის შესამცირებლად გადაწყვიტეს. მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას თავადაც მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 73 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.