ფაბრეგასი მესის დარწმუნებას ცდილობს

ფაბრეგასი მესის დარწმუნებას ცდილობს

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, "ჩელსი" თვლის, რომ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი შეძლებს, "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი ლონდონურ კლუბში გადასვლაში დაარწმუნოს.

მოგეხსენებათ, ფაბრეგასი და მესი თანაგუნდელები 3 სეზონის განმავლობაში იყვნენ. გარდა ამისა, ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან. ამასთან ერთად, ცნობილია, რომ არგენტინელს "ბარსას" მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან უთანხმოება აქვს და შესაძლოა, ფეხბურთელმა "ჩელსის" წინადადება მიიღოს.

აქვე დავძენთ და შეგახსენებთ, რომ გუშინ მესიმ "ჩელსი", ტიბო კურტუა და ფელიპე ლუისი ინსტაგრამზე "დააფოლოვა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 41 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.