სუბისარეტას დროს "ბარსამ" 441.3 მილიონი ევრო დახარჯა

სუბისარეტას დროს "ბარსამ" 441.3 მილიონი ევრო დახარჯა

როგორც AS იტყობინება, ანდონი სუბისარეტას სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობის დროს "ბარსელონამ" ტრანსფერებში 441.3 მილიონი ევრო დახარჯა.

სუბისარეტა კლუბში 2010 წლის ივლისში მივიდა, გუშინ, 5 იანვარს კი თანადმოებობიდან დაითხოვეს. ამ დროის განმავლობაში "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 16 ფეხბურთელი შეიძინეს.

2010/11 სეზონი: დავიდ ვილია (40 მილიონი ევრო), ხავიერ მასკერანო (22 მილიონი ევრო), ადრიანო (10 მილიონი ევრო), იბრაჰიმ აფელაი (3 მილიონი ევრო).

2011/12 სეზონი: სესკ ფაბრეგასი (34 მილიონი ევრო), ალექსის სანჩესი (27 მილიონი ევრო), ალექს სონგი (19 მილიონი ევრო), ხორდი ალბა (14 მილიონი ევრო).

2012/13 სეზონი: ნეიმარი (115.3 მილიონი ევრო - მათ შორის ჯარიმა ტრანსფერში დაშვებული შეცდომების გამო).

2013/14 სეზონი: ლუის სუარესი (81 მილიონი ევრო), ჟერემი მატიე (20 მილიონი ევრო), ივან რაკიტიჩი (18 მილიონი ევრო), კლაუდიო ბრავო (12 მილიონი ევრო), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (12 მილიონი ევრო), ტომას ვერმალენი (10 მილიონი ევრო), დუგლასი (4.5 მილიონი ევრო).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.