მწერლების კონკურსი

მწერლების კონკურსი

როგორც იცით, ჩვენს საიტზე ყოველთვიურად ვლინდება თვის საუკეთესო მწერალი, რომელიც წლის ბოლოს მონაწილეობს წლის საუკეთესო მწერლის გამოსავლენ გამოკითხვაში.

საუკეთესო მწერლის გამოვლენა ხდება საიტის მომხმარებელთა მიერ ხმის მიცემის შედეგად. საიტზე რეგისტრირებულ ყოველ მომხმარებელს აქვს თითო ხმის მიცემის უფლება. გაითვალისწინეთ, რომ შეფასების კრიტერიუმია კონკრეტულ თვეში (და არა მთელი დროის მანძილზე) დაწერილი სიახლეების (სტატიების) ხარისხი და არა მათი რაოდენობა.

გამოკითხვაში ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ყოველი თვის 23 რიცხვიდან. გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის მწერალი, რომელსაც 23 რიცხივსთვის მინიმუმ 5 სიახლე (სტატია) ექნება დაწერილი.

მწერლების საყურადღებოდ: გამოკითხვის გაყალბების ნებისმიერი მცდელობა ისჯება მწერლების კონკურსიდან სამუდამოდ მოხსნით. გაყალბებაში შედის ჩვენი საიტის გარდა ნებისმიერი საშუალებით პროპაგანდა და ხმის მიცემისკენ მოწოდება. გაითვალისწინეთ, რომ თვის საუკეთესო მწერალი უნდა გამოავლინონ უშუალოდ საიტის მომხმარებლებმა და არა გარეშე პირებმა.

წლის ბოლოს, თვის საუკეთესო მწერლებს შორის გამოვლინდება წლის საუკეთესო მწერალი, რომელიც დასაჩუქრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.